ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის ამბოხების შემდეგ, განაგრძეს კონტრაქტების მიღება სკოლებისა და საავადმყოფოებისთვის საკვების მიწოდების სფეროში.
RTVI იტყობინება, რომ 24 ივნისის შემდეგ დადებული ცხრა კონტრაქტის მოცულობამ შეადგინა მილიარდ 64 მილიონი რუბლი (11,2 მილიონი დოლარი). ყველაზე დიდი მომხმარებელია მოსკოვის მახლობლად მდებარე მიტიშჩის ადმინისტრაციის განათლების განყოფილება. მან Prodfootservice-თან გააფორმა 705 მილიონი რუბლის (7,8 მილიონი დოლარი) მოცულობის ხელშეკრულება. კონტრაქტი კომპანიის მიერ 2023-2025 წლებში მოსკოვის რეგიონის სკოლებისთვის კვების პროდუქტების მიწოდებას ითვალისწინებს.
სხვა მიმწოდებლები არიან პრიგოჟინთან დაკავშირებული AVK, „სკოლამდელი კვების კომბინატი“ და „Russotskapital-ი”.
გარდა ამისა, არ იგეგმება პრიგოჟინის სტრუქტურებთან დადებული ძველი ხელშეკრულებების შეწყვეტა.
კომენტარები