პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას შეფასებით, სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერისა” და მისი ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის, ბელარუსში ყოფნა სერიოზულ პრობლემაა და NATO-ს მკაცრ პასუხს მოითხოვს.
“ვაგნერის ჯგუფის გადაყვანა და მისი ხელმძღვანელის ბელარუსში ყოფნა მართლაც სერიოზული პრობლემაა და ძალზე შემაშფოთებელია. ჩვენ ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. ეს NATO-ს ძალიან მკაცრ პასუხს მოითხოვს,” – განაცხადა დუდამ.
შეგახსენებთ, პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა კიევში ჩავიდა.
Twitter-ზე დუდას ოფისმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერი განიხილავს არსებულ ვითარებას ფრონტზე და NATO-ს ივლისის სამინისტთვის მზადებას.
კომენტარები