“პრიმიტიული აზროვნება, ერთ ჭრილში დანახული კეთილდღეობა და ნულოვანი თანაგრძნობა – ესაა ამ განცხადების დამწერების, მათი კონსულტანტების პრობლემა”. – ასე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციის პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) თავმჯდომარე, ანა აბაშიძე რიონის ხეობის მცველების განცხადებას პრაიდის კვირეულზე.
“რთული აღმოჩნდა სხვის თემებზე გულითადი პოზიციის ქონა, მაგრამ თავისაზე მჯიღს იცემენ გულში. ასე მუშაობს უმრავლესობის დიქტატი ყველგან”. – წერს ანა აბაშიძე.
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ “პრაიდი დიდ დარტყმას აყენებს ეროვნულ ერთობას”.
კომენტარები