პრინც ჰარის მტკიცებით, ძმამ, პრინცმა უილიამმა მასზე ფიზიკურად იძალადა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Guardian ავრცელებს და წერს, რომ ამის შესახებ ჰარი საკუთარ წიგნში აღწერს, რომლის გამოცემაც შემდეგი კვირისთვის იგეგმება.
გამოცემის თქმით, შემთხვევა 2019 წელს, ლონდონში, სამეფო ოჯახის სახლში მოხდა – ყველაფერი სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო, რომლის დროსაც პრინცი უილიამი ჰარის მეუღლეს, მეგან მარკლს „უხეშ“ და „რთულ“ ადამიანად მოიხსენიებდა. დაპირისპირება გამწვავდა და “უილიამმა საყელოში ხელი წამიჭირა, ყელსაბამი ჩამომგლიჯა და იატაკზე დამაგდო. მე ძაღლის საჭმელ თასზე დავეცი, რომელიც ჩემი ზურგის ქვეშ გატყდა, ნატეხები კი ზურგში შემერჭო“, – წერს ჰარი.
როგორც Gurdian აღნიშნავს, ეს ინციდენტი ერთ-ერთია იმ მრავალ შემთხვევას შორის, რომელზეც პრინცი საკუთარ წიგნში საუბრობს.
კომენტარები