ქართული ოცნების დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა:
“პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ განსხვავებული მიზნები გვაქვს. ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესვლა, ოპოზიციას უნდა ხელისუფლებაში მოსვლა. ჩვენ გვინდა ისეთი გეგმა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში შეიყვანს, მათ უნდათ ისეთი გეგმა, რომელიც ხელისუფლებაში მოიყვანს. ეს არის განსხვავება და როცა მიზნები განსხვავებულია, შეთანხმება რთულია. მათი განცხადებები იყო, რომ ქართული ოცნება ევროკომისიის მოთხოვნებს არ შეასრულებს და აქციაზე ხალხის მისვლა დააანონსეს, თუმცა, როცა დაინახეს, რომ დავიწყეთ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება, საზოგადოებას უთხრეს, რომ ეს ის გეგმა არ არის, რაც თქვენ გგონიათ და ჩვენ შევქმნით გეგმას, რომელიც ხელისუფლებაში მოგვიყვანსო. აქციაზე მისული საზოგადოება ელოდებოდა, რომ ნახავდნენ გეგმას, როგორ შევიდოდნენ ევროპაში, თუმცა დახვდათ გეგმა, როგორ მოვიდოდა ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებაში, ამიტომ მიიღეს ის შედეგი, რაც მიიღეს.”
კომენტარები