პრობლემა ის კი არაა ძვირფასო ოცნებავ, გიგი უგულავა, რურუა ან ოქრუაშვილი დაიჭირეთ თუ არ დაიჭირეთ, პრობლემა ისაა, ბოკერიას რო ჩუმად გაურიგდით მათ გამოშვებაზე, აი ესაა პრობლემა, სასამართლო ხელისუფლებაზე მაღლა რო დადეგით, ვიღაც ჩემის ტრულაილები…
ხო და ახლა იმასაც ვერ გებულობთ რატომ გიხურებთ ევროპა და ამერიკა. გითხრაათ? მართლა ვერ ხვდებით?
ზუსტად მაგ ჩუმად გარიგებას გედავებიან იმიტომ რომ, მიხვდნენ ქვეყანაში სადაც სასამართლოს გვერდის ავლით მმართველი პარტიის ვიღაც ჩემის ტრულაილებს, შუძლია ვინმეს განთავისუფლება არგანთავისუფლებაზე ჩუმად, ხალხის ზურგს უკან, მეორე ჩემის ტრულაილას გაურიგდეს, იმ ქვეყანაში დემოკრატია კი არა, დემოკრატიის ჩანასახიც არაა?
სასამართლო არის ფიქცია და პროკურატურა ფარცხალაძის “ბუტკა” (ახლა არ დამიწყოთ ფარცხალაძე რა შუაშიაო, შუაში კი არა თავშია, ეგაა ქვეყნის ფაქტიური პროკურორი დღესაც… კაბინეტიდან პიჯაკი და საფერფლეც კი არ გაუტანია ვითომ რო მოხსნეს)
ხო და ზუსტად ამას გედავება ის ხალხი, ხედავენ რაა, ქვეყანაში თავისუფალი სასამართლო და პროკურატურა არაა, ვიღაც ადამიანებს არსაიდან ხელ ეწიფებათ ყველასგან მალულად, დაპატიმრებულების ბედი გადაწყვიტონ, ისე რომ, სასამართლო ერთ ადგილას დაიკიდონ და ახლა იმ გარიგებასაც იქ იკიდებენ სადაც სასამართლო ყავთ დაკონწიალებული. ადგნენ და ნებისმიერი მეთოდით და ხერხით ცდილობენ ის მაინც შეგასრულებინონ, რაც გარიგების საგანი იყო და რისი ფაქტის წინაშეც სწორედ ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები დააყენეთ …”
კომენტარები