არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლია” კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო განცხადებას პასუხობს.
საქმე ისაა, რომ “ევროპა ჩვენი სახლიას” ინფორმაციით, ნიკორწმინდის ტაძარში პრობლემებია და დეტალურად საუბრობენ პრობლემებზე, სააგენტო კი მათ პასუხობს, რომ კი, პრობლემები არია, მაგრამ ნიკორწმინდა ამ ეტაპისთვის არ ინგრევა. სააგენტო არ აკონკრეტებს, რა პრობლემები უნდა დაინახონ, რომ მუშაობა დაიწყონ მათ აღმოფხვრაზე, ან კონკრეტულად რა დრო სჭირდება არსებულ პრობლემებს, ნიკორწმინდის ნგრევამდე მისაყვანად და თუ ამდენი ხანი დაველოდებით, მერე შესაძლებელი გახდება, თუ არა რესტავრაცია.
ევროპა ჩვენი სახლია:
ფოტო- ვიდეო მტკიცებულებების საფუძველზე კონკრეტულ პრობლემათა ნუსხა წარმოვადგინეთ, რაც ნიკორწმინდის ტაძარშია 2017 -2019 წლების რეაბილიტაციის შედეგად დატოვებული.
მდგომარეობის გამოსწორება გელათისგან განსხვავევით გადაუწყვეტელ ამოცანას არ წარმოადგენს და შესაძლებელია დროულად ჩარევის საფუძველზე მოხდეს.
თუმცა, სააგენტოს ტაქტიკა უცვლელია. ფიქრობენ, სახელისუფლებო პროპაგანდისტული ხაზით შემოტევა და პრობლემათა სრული სპექტრის უარყოფა, სირთულეებს გამოასწორებს.
ასე იყო გელათის შემთხვევაშიც.ამჯერად, თვითვიქტიმიზაცია მოახდინეს და უარყვეს ის, რაც არ გვიხსნებია. ფრესკები არ ცვივა და ინტერიერში ინფილტრაცია არ ხდებაო.არადა, ჩვენ მიერ გავრცელებული ყველა მასალა ექსტერიერს-სახურავს, ცოკოლს და ფასადის ქვას შეეხებოდა.
️შესაბამისად, რაზეც აქცენტი გავაკეთეთ, ცხადია, არაფერზე გვიპასუხეს.
თორნიკე ბარათაშვილი:
ცხადია, უმეტესმა საინფორმაციო საშუალებამ, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებს, სამარცხვინოდ აიტაცა გელათის დამამხობელი სააგენტოს განცხადება ისე, რომ მანამდე არც ჩვენი გაუვრცელებია და მერეც არ უკითხავთ რა ნაწილში “ვიცრუეთ”.თქვეს, რომ ნიკორწმინდაზე სიცრუე გავავრცელეთ და რომ ფერწერა არ ნადგურდება, რაც ბარათაშვილმა თქვაო.
საზმაუწყებელიც მათ რიცხვში, რომელიც თუ “რეალურ სივრცეს” არ ჩავთვლით, პროპაგანდისტული ხაზის ერთ-ერთი მთავარი მეისრე იყო გელათის შემთხვევაშიც.3 წლის მანძილზე არასდროს აინტერესებდათ რა აწუხებდა გელათს. მხოლოდ პროპაგანდა.ნორმალურ ქვეყანაში 9 ბოდიშის მოხდა მოუწევდა ამათ ყველას.სად ვახსენე ფერწერის ჩამოშლა და წყლის ინფილტრაცია.სახურავზე და ფასადზე გვქონდა აქცენტი.ფოტო ვიდეოებიც მხოლოდ ექსტერიერიდან გავავრცელეთ.გელათზეც ასე ირტყმევინებოდნენ ) იარესადაც.ბოლოს როგორც მორჩა ყველამ ვნახეთ .მასშტაბი და სიმძიმე განსხვავებულია, თუმცა როგორც ბევრგან, ნიკორწმინდის რეაბილიტაციამ დატოვა სერიოზული პრობლემები და ეს ვიზუალურადაც ვაჩვენეთ, კონკრეტულ სეგმენტებზე მითითებით.ბრმა უნდა იყო რომ ვერ დაინახო და მემკვიდრეობის მტერი, რომ უაყო.“სახურავის 2 % ზეა დეფექტი, რაც ყველა რესტავრაციისთვის დამახასიათებელი ხარვეზია”-2020 გელათზე“მცირე პრობლემებია- მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”-2024 ნიკორწმინდაზე
როგორც სხვაგან სადაც გაჯიუტდნენ, ნიკორწმინდის პრობლემებსაც თავის მართლება და მანიპულაციური იერიში ვერ უშველის.ბოლომდე მივყვებით.
მოვისმენეთ რესტავრაციის ჯგუფის ხელმძღვანელის პასუხი, რომ მწვანე შეფერილობა პრობლემა არაა, სპილენძის ჟანგვის პროცესია და დასრულების შემდეგ მოიხსნებაო.
ფერი რომ ძირითადი პრობლემა იყოს დავმშვიდდებოდით.2017-2019 წლებში სახურავის გამოცვლასთან ერთად ნიკორწმინდის ტაძარში მოხდა ქვის რესტავრაციაც. რაც გულისხმობდა ისტორიული დაზიანებების შევსებასაც.წყლით პერმანენტული ზემოქმედების შედეგად სახეზეა შევსების ადგილების დაზიანება, შემავსებელი მასალის გამორეცხვის შემთხვევები. (სურ. 1, სურ.2)სახურავს რომ სეგმენტურად ხარვეზი აქვს ირკვევა იმით, რომ ზოგიერთ შემთხვევაში წყალი არა სახურავის ზედაპირიდან, არამედ სპილენძის ფენის შიგნიდან მოედონება. (სურ. 3)რაც შეეხება ნალექს, თოვლი რაჭის კლიმატისთვის უცხო არ არის, მძიმე ზამთარი ახასიათებს და თოვლის საძირკველში დნობა ინტენსიურ დატენიანებას იწვევს, რაც გამოხატულია ცოკოლოს და კედლის დასველებაში აღმოსავლეთ მხარეს (სურ. 4)გაუგებარია ქვის ორნამენტების და სარესტავრაციო მასალის წარმომავლობა და ბედი, რომელიც იქვე, ცოკოლთანაა მიყრილი.რამდენადაც ძეგლების მონიტორინგი რესტავრაციის შემდეგ იშვიათად, ან არასდროს ხდება და რესტავრაციიდან 4 წელია გასული, ამ ყველაფერზე ადეკვატური პასუხი იქნებოდა : “ჩავალთ და შევისწავლით არსებულ ვითარებას”.იქნებ ძალიან მცირე ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ ზიანი მუდმივი არ გახდეს და მდგომარეობა გამოსწორდეს.
თბილისიდან დანარჩენი საქართველოს დამშვიდება, რომ ნიკორწმინდაში არაფერი საგანგაშო არ ხდება, მიუხედავად მასშტაბებში სხვაობისა, დამოკიდებულებებში გელათის კატასტროფის პირველ ეტაპს მახსენებს, როცა ყველა უარყოფდა პრობლემებს.




კომენტარები