ჯანმრთელობის გაზომვებისა და შეფასების ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუბეგოვი განმარტავს, რა შემთხვევაში მოიხსნება ან შენარჩუნდება არსებული შეზღუდვები ქვეყანაში.
„ჯანმრთელობის გაზომვებისა და შეფასების ინსტიტუტის (IHME) 22 იანვრის მონაცემებით, საქართველოში არსებული შეზღუდვები შენარჩუნდება თუ შემსუბუქდება, იმ შემთხვევაში, თუ პირბადის ტარება 72% შენარჩუნდება, არანაირი სხვაობა ამ ორ სცენარს შორის არ იქნება. პროექცია გაკეთებულია 21 მაისამდე.
ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და ხშირად დავიბანოთ ხელი!
ყველას მოვუწოდოთ ჩვენს ირგვლივ ეს ხშირად და სწორად გააკეთოს! აი, ასეთ შემთხვევაში სწრაფად უნდა გადაიხედოს არსებული შეზღუდვების შემსუბუქების საკითხი და პრიორიტეტული დარგების მიმართ შეზღუდვები სწრაფად შემსუბუქდეს!“
კომენტარები