გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, ბუნდესტაგში სპეციალური მიმართვის დროს აღნიშნა, რომ NATO-ს წევრ ქვეყნებს შეუძლიათ ბერლინის იმედი ჰქონდეთ. მისი თქმით, გერმანია პასუხისმგებლობას იღებს არამარტო საკუთარი თავის, არამედ მოკავშირეების თავდაცვაზეც. კანცლერმა ამის დასტურად, თავდაცვის გაძლიერებისთვის, ბიუჯეტიდან დამატებით 100 მილიარდი ევროს გამოყოფა და ბუნდესვერის (ჯარის) თანამედროვე და ძლიერი შეირაღებით აღჭურვის ინიციატივას გაუსვა ხაზი.
“უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების წინაშე გაგვაჩნია. გერმანიის შეირაღებული ძალები აღიჭურვება ისე, რომ შეძლოს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოკავშირეების დაცვა, ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში. ეს არის ახალი ბუნდესვერის სტანდარტი”.
“პროგნოზირებად მომავალში პუტინის აგრესიულ და იმპერიალისტურ რუსეთთან პარტნიორობა წარმოუდგენელია” და გერმანია უკრაინის ეკონომიკურ და სამხედრო მხარდაჭერას კვლავ გააგრძელებს.”
კომენტარები