პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ქალბატონი თეა უბრალოდ ასრულებს პოლიტბიუროს გადაწყვეტილებას “ანტი-ოცნებისტური ელემენტების” გამოვლენის და დასჯის შესახებ.
ამ დადგენილებით, მტრული ელემენტები ორ ნაწილად უნდა დაიყოს – “განსაკუთრებით მტრული” და “ნაკლებად აქტიური, მაგრამ მტრული”.
ზუსტად ამის დასადგენად არის საჭირო იმის გარკვევა, თუ “საიდან მოდის” განსხვავებული აზრი.
ეს არის 1937 წლის 3 ივლისის სტალინის დეპეშის რემეიქი, პოლიტბიუროს შესაბამისი გადაწყვეტილების აღსასრულებლად.
მაშინ პირველ კატეგორიას ხვრეტდნენ, მეორე დეპორტაციას ექვემდებარებოდა.
ახლა ალბათ პირველი კატეგორია “ჩადებას”, მეორე კი გათავისუფლებას იმსახურებს.
პროგრესი სახეზეა.”
კომენტარები