საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის მოთხოვნით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, პროკურატურა ელისაშვილთან მიმართებაში პატიმრობის ნაცვლად გირაოს გამოყენებას ითხოვს.
პროკურატურა იგივე მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს აქციებზე დაკავებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანთან დაკავშირებით.
ორივე პროცესი სასამართლოში დღეს გაიმართება.
კომენტარები