ჟურნალისტი, ვახო სანაია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ბაჩალიაშვილის საქმეზე.
ამ სტატუსში სულ სამ საკითხს შევეხები, დანარჩენზე საღამოს 9-ზე პოლიტმეტრში.
1. პროკურატურამ მთლიანად ამოაგდო სოფელი მაწევანი თამარ ბაჩალიაშვილის მარშრუტიდან. რას ვუშვრებით მოწმის ჩვენებას, რომლის მიხედვითაც, თამარის მანქანა საღამოს სოფელში იყო. ყურადღებას ვამახვილებ – საღამოს. მთელი ერთი კვირა ვისმენდით ამ მოწმის მონაყოლს ყველა არხზე. მანქანისა და მძღოლის დეტალურ აღწერას. დაკითხულიცაა და ყველა ინტერვიუ შენახულია. თეონა თამაზაშვილსაც პირადად მოუყვა. იქ ვიყავით იმ დღეს ჩვენც იმ საუბრის დროს. ამ მოწმეს უბრალოდ ვივიწყებთ ? რატომ დაავიწყდა პროკურორს ეს ადამიანი ?
2. იქნებ გვითხრან, გოლთეთამდე სოფელ წინწყაროს კამერას რა ბედი ეწია ? ბოლოს და ბოლოს, გვითხრან, მუშაობდა თუ არა ?
3. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ,,სატელიტის” ფოტო გაყალბებულია. ცნობილია პირი, რომელმაც ეს მასალა ადვოკატს მიაწოდა. ეს საკითხი ბოლომდეა მისაყვანი – რა მოტივაცია ამოძრავებდა ამ ადამიანს ? თავად დაამზადა ეს მასალა თუ ვინმემ დაავალა დამზადებაც და ადვოკატისთვის გადაცემა ?
ადვოკატისა და ზოგადად ოჯახის ვერსიის დისკრედიტაციის მცდელობას ჰგავს.”
კომენტარები