პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„პროკურატურაში რომ ვმუშაობდი, დერეფანში ხშირად მხვდებოდა, როგორც დღევანდელი რუსული კანონით ირკვევა, იმ დროს უცხოური გავლენის აგენტი შალვა პაპუაშვილი. მისი „აგენტურის ოფისი“ იმავე შენობაში მდებარეობდა. საერთოდ არ აწუხებდა, რომ უცხოური ფულით დაფინანსებული მისი პროექტი (რომელსაც შემდგომ წლები ხელმძღვანელობდა), როგორც დღეს თავად ამბობს „ტვინს ურეცხავდა“ ასობით იურისტს და „ერეოდა მართლმსაჯულებაში“. დღეს ეს გუშინდელი „დასავლეთის აგენტი“ უცებ გახდა ჩვენი ერთადერთი მტრის – რუსეთის ნამდვილი აგენტი, უკვე რამდენიმე თვეა პირადად ხელმძღვანელობს ჰიბრიდულ ომს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და ივანიშვილის ხელში რუსული პროპაგანდის მთავარი ინსტრუმენტია. არანაირი სირცხვილის გრძნობა, კლასში ყველაზე „ხუთოსანასავით“ ჩამომდგარია და ყალბ ინფორმაციებს სიამაყით ავრცელებს (ჯერ არ იცის, რომ ივანიშვილმა სანქციებისთვის გაწირა). ამ ღირებულებების ადამიანი ასწავლის უმაღლეს სასწავლებელში იმ ახალგაზრდებს, რომლებისთვისაც ევროპული მომავლის მოპარვაში სრული დატვირთვით მონაწილეობს.
იმ საჯარო მოხელეებს, რომლებსაც დღეს ოცნება ზეწოლით და სამსახურის დაკარგვის მუქარით ევროკავშირის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩართვას აიძულებს, კარგად ვიცნობ. გაცილებით ღირსეული ხალხია, ვიდრე უპრინციპო, უღირებულებო შალვა პაპუაშვილი. ამ ხალხის როლი გადამწყვეტი იყო კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში და ოცნება ჯერ აზრზე არაა, რომ მათი როლი გადამწყვეტი იქნება არჩევნებზეც (ადამიანის თავისუფალ ნებაზე ასე გავლა არც ერთ ხელისუფალს არ შერჩენია). ეს საჯარო მოხელეები დღეს მსხვერპლები არიან და გავათავისუფლებთ, მაგრამ შალვა პაპუაშვილს, რომელიც ჰიბრიდული ომის სათავეში გააზრებულად და ამაყად დგას, საიმედოს ვერაფერს დავპირდები – ივანიშვილისგან განწირულს, ისტორიისგანაც მძიმე განაჩენი ელოდება.“
კომენტარები