ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის თქმით, მოწმემ პირდაპირ დააფიქსირა, ნიკასთან არავითარი პრეტენზია არ გამაჩნიაო.
„არაერთხელ ეცადა პროკურორი, რომ რამენაირად გამოესწორებინა დაზარალებულის ეს პასუხი. თუმცა მოწმემ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ მართალია მას ძალიან მძიმე დაზიანება მიადგა, თუმცა მასში ადანაშაულებს მთავრობას და იმ უპასუხისმგებლო თანამდებობის პირების, ვინც გავრილოვი ჩამოიყვანეს. ნიკა მელიასთან მას არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.
ცდილობენ ასეთი დაზარალებულებით სასამართლო შეიყვანონ შეცდომაში, რომ ნიკა მელიას ბრალეული ქმედების გამო ეს ადამიანები დაზიანდნენ. რეალურად ამაში მთავარი პასუხისმგებელია სახელმწიფოა.
მოქალაქე მოვიდა და პირდაპირ დააფიქსირა, რომ „მე ნიკასთან არავითარ პრეტენზია არ გამაჩნია“. ჩემი დაზიანება არავითარ კავშირში არ არის მის ბრალდებასთან.
ასეთი მოწმეები ნიშნავს, რომ ეს საქმე არის შეკერილი და სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. ვინც მოიყვანეს, ყველამ ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ ნიკა მელიასთნ მიმართებით არავითარი პრეტენზია არ გააჩნიათ“
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებული წევრის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხა.
კომენტარები