გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, პროკურორი მარიამ გოგორელიანი საქმეს ჩამოშორდა.
“მივიღეთ ინფორმაცია, რომ ის პროკურორი, რომელიც არაეთიკურად ახორციელებდა მოქმედებას, შესაბამისი რეაგირება მოახდინა, ჩამოშორდა საქმეს, იმიტომ, რომ მისი ქცევა არ იყო ეთიკური დაზარალებულის მიმართ. მაგრამ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა არ არის ბოლო, იგეგმება ძალიან ხშირი კონტაქტი პროკურატურასთან”- უთხრა მედიას ადვოკატმა.
რამიშვილის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზაში უცხოელი სპეციალისტები ჩაერთვებიან.
ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის თქმით, პროკურატურაში უთხრეს, რომ საქმეში ფედერალური ბიურო “მეტ-ნაკლებად უკვე ჩართულია”, პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა კი ბოდიში მოიხადა.
ნიუპოსტი
კომენტარები