ოპოზიციის უახლოესი გეგმა ნიკა მელიამ გაახმოვანა:
„ჩვენ გვაერთიანებს ძალა, რომელიც ბრაზიდან გადაიზარდა დიდ მოტივაციაში. ჩვენ შევთანხმდით მომავალზე, სადაც სახელმწიფოს ბედს საქართველოს მოქალაქე განსაზღვრავს და არა ოლიგარქი და მისი კლანი. ჩვენ ამ პროტესტს ვაგრძელებთ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ გათვლით და იმ მიზნით, რომ ეს პროტესტი სულ უფრო მძლავრი გახდება. მიზანი და ამოცანა არის შემდეგი, რომ უახლოეს პერიოდში მთელი თბილისი პროტესტით იყოს მოცული. ბევრი ასეთი კერა უნდა გაჩნდეს. დღეს ვრჩებით ისევ იქ, სადაც ვართ ახლა, მაგრამ კონკრეტული დამატებითი გადაწყვეტილებები იქნება ასევე მიღებული. შესაძლებელია, რიგი მათგანი სპონტანურად და ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩაგაყენებთ”
კომენტარები