სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.
ბოჟაძე განსაკუთრებით აკრიტიკებს სახალხო დამცველის შეხედულებას და ამბობს, რომ პირი, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს, ადამიანის უფლებების შეზღუდვას ითხოვს.
“მომეჩვენა თუ სახალხო დამცველი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს? არჩევნების გადადებაზე დაიწყო საუბარი, პროცესი კარგად ორგანიზებული და ორკესტირირებულია, თუმცა ყველაზე საოცარი სახალხო დამცველის განცხადება აღმოჩნდა, ადამიანის უფლებების უპირველესი დამცველი ფაქტობრივად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს ანუ ადამიანის უფლებების შეზღუდვას! ნინო ლომჯარიამყველაზე კარგად იცის რომ არჩევნების გადადების საფუძველი მხოლოდ და მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაა! #გელოდებითარჩევნებზე2021#გელოდებითარჩევნებზე2024“– წერს ვლადიმერ ბოჟაძე.
ცნობისთვის, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ასეთ რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში საინტერესოა, რატომ არ მსჯელობენ პოლიტიკური მხარეები არჩევნების გადადების საკითხზე.
“რა შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს იგივე სააგანგებო მდგომარეობა, ან როდის შეიძლება განვიხილოთ არჩევნების გადადება, ჩვენ ხომ შარშან ძალიან კარგად ვნახეთ, არჩევნების შემდეგ როგორ დამძიმდა ეპიდსიტუაცია”– განაცხადა ლომჯარიამ.
კომენტარები