ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძესა და „ევროპული საქართველოს“ წევრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს შორის შეკამათება მოხდა.
დიმიტრი ხუნდაძე:
„რაც შეგვახსენეთ საოკუპაციო ზოლთან მომხდარი ფაქტი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმეა, მაგრამ ეპიდვითარებასთან ამას საერთო არ აქვს, თუმცა, საერთო აქვს თქვენს საქმიანობასთან. გამწვავებული ვითარება საოკუპაციო ზოლთან არის სწორედ თქვენი დამსახურება, მაგრამ მე არ მიყვარს ამაზე საუბარი“
ზურაბ ჭიაბერაშვილი:
„ანუ იქამდე მივედით ბატონო დიმიტრი, რომ ომი საქართველომ დაიწყო? ომი საქართველომ დაიწყო ეს თქვით ახლა თქვენ. ეს ისეთი საკითხია, რომლის გატარება არ შეიძლება. თქვენ ახლა თქვით, რომ ომი საქართველომ დაიწყო. მე წარმოვადგენ ხელისუფლებას, რომელიც მაშინ მართავდა ქვეყანას. თუ ჩვენი ბრალია, მაშინ ომი საქართველომ დაიწყო, ეს არის თქვენი ლოგიკა, რომლითაც 8 წელია აზიანებთ ქვეყანას“
ხუნდაძე:
„ეს იყო თქვენი შეცდომა. შედეგით იზომება ყველაფერი. თქვენ პროვოკაციებს აყევით და ის შედეგია დამდგარი -20% ოკუპირებული ტერიტორია. ეს არის ფაქტი“
ჭიაბერაშვილი:
„თქვენ ახლა გაიმეორეთ ის, რასაც რუსული პროპაგანდა ამბობს ამდენი ხანია“
კომენტარები