ევროპელი სოციალისტების დეპუტატი, ფრიდონ ინჯია პირდაპირ ვერ პასუხობს კითხვას, მტერია თუ არა რუსეთი. მისი მტკიცებით, პარლამენტში 2008 წლის ომის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა თავად გაუჩნდა და საკითხზე “ქართულ ოცნებასთან” კონსულტაციები არ ჰქონია.
“[მმართველ გუნდს] არ შევხვედრილვარ, ძალიან მინდა შევხვდე და იმედი მაქვს… ორი წლის განმავლობაში რამდენჯერ, ტრიბუნიდან და მედიასთან ურთიერთობაში მე ვაყენებდი საკითხს რომ შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. [რუსეთი მტერია?] მტერია, ვინც ჩვენ ინტერესებს და საქართველოს ინტერესებს არღვევს. ეს პროვოკაციულია”,- თქვა ინჯიამ.
“ევროპელი სოციალისტები“, პროკურატურაში 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ხელმოწერებს აგროვებენ და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ – პირველი განცხადება ამის შესახებ ფრიდონ ინჯიამ 14 თებერვალს გააკეთა.
მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ კომისიის შექმნა კარგი იქნებოდა.
მაშინ, როცა ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომაც დაადგინა, რომ ომის დანაშაულის ავტორი პუტინია, ფრიდონ ინჯია ომის დაწყებაში მიხეილ სააკაშვილს და ქართულ მხარეს ადანაშაულებს.
წყარო – მთავარი არხი
კომენტარები