PSP ფარმასა და შვეიცარულ კომპანია „დოქტორ ვაილდს“ შორის მოლაპრაკებების პროცესი წარმატებით დასრულდა და ექსკლუზიური თანამშრომლობის კონტრაქტის გაფორმდა. „დოქტორ ვაილდი“ შვეიცარიის ბაზრის ლიდერი კომპანიაა პირის ღრუს მოვლის საშუალებების წარმოებისა და გაყიდვების მიხედვით. 90 წლიანი ისტორიის კომპანია 1940 წლიდან წამყვან დენტალ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით ქმნის ინოვაციურ და ექსკლუზიურ პირის ღრუს მოვლის საშუალებებს როგოც ყოველდღიური მოვლისთვის, ასევე სპეციფიური საჭიროებებისა, პირის ღრუს პრობლემებისა და მისი სიჯანსაღისთვის. კომპანია პროდუქციას შვეიცარიის ქალაქ მაინტსში არსებულ საკუთარ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოში აწარმოებს და მუდმივად აკონტროლებს მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში.
„დოქტორ ვაილდის“ მრავალფეროვანი ასორტიმენტის ინოვაციური კბილის პასტები, გელები და სავლები საშუალებები მსოფლიოს 40 ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. უახლოეს პერიოდში შვეიცარული პირის ღრუს მოვლის ინოვაციური პროდუქტები უკვე ქართველი მომხმარებლებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი“ – აცხადებენ PSP-ში.
კომენტარები