PSP „მომხმარებლისადმი მადლიერების კვირეულს“ 21-27 ნოემბერს კოსმეტიკური ბრენდების და პირის ღრუს მოვლის საშუალებებზე 50%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს.
PSP არის პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც შარშან მომხმარებლისადმი მადლიერების კამპანია წამოიწყო და წელსმომხმარებლები მას უკვე განსაკუთრებული ინტერესით ელოდნენ.
კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით, აფთიაქში მომხმარებელთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობის თავშეყრის თავიდან ასარიდებლად, წელს PSP-მ მომხმარებლებისადმი მადლიერების კვირეული გამოაცხადა. ეს ნიშნავს, რომ 21-დან 27 ნოემბრის ჩათვლით PSP-ს სააფთიაქო ქსელში საქართველოს მასშტაბით ნახევარ ფასად, 50%-იანი ფასდაკლებით მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მსოფლიოში ცნობილი კოსმეტიკური ბრენდების: კოდალი, ესტედერმი, ბიოდერმა, ვიში, ლიერაკი, ლა როშ პოზე, ტოპი კრემი, მიზონი, მისშა, ნუქსი, ლიერაკი, ავენი, სოსკინი, ეუსერინი, ისის ფარმა, ფიტო, კეიპრო, პაეზე, ალგოლოჟი, ბიოფა, ნოვექსპერტი, სებამედი, ზიაია, დოქტორ ირენა ერისი, ფარმასერისი – მისთვის სასურველი კოსმეტიკური საშუალება და პირის ღრუს მოვლის ბრენდების – პიავე, ბიორეპაიარი, ბლანქსი, სენსოდინი, პარადონტაქსი, როქსი, სპლატი, ლაქშერი – საშუალებები.
„PSP-ს მთავარი პრიორიტეტი 26 წელია მომხმარებელი და მის ინტერესებზე ორიენტირებული საქმიანობაა. ამის დასტურია „მომხმარებლისადმი მადლიერების“ გამოხატვის კამპანიაც, რომელსაც შარშან ჩავუყარეთ საფუძველი. ამ კამპანიის ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა დღესასწაულსა თუ უქმეებზე მრავალფეროვანი განსაკუთრებული და საინტერესო შეთავაზებებით ვახარებდით მომხმარებელს.
წელს კოვიდთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, მომხმარებლის დიდი რაოდენობით თავშეყრის თავიდან არიდების მიზნით, დღეები კვირაზე გადავანაწილეთ და მთელი კვირის მანძილზე მომხმარებელს შესაძლებლობა ექნებათ ნახევარ ფასად, 50%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს სასურველი კოსმეტიკური და თავის მოვლის საშუალებები PSP-ს ექსკლუზიური ბრენდების მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან.
ამასთან, გავითვალისწინეთ მომხმარებლის შარშანდელი აქტივობა, სურვილები და პროდუქციის ასორტიმენტი და რაოდენობა მას შევუსაბამეთ. „მომხმარებლისადმი მადლიერების“ აღნიშვნა PSP-ში უკვე ტრადიციად იქცა“- აცხადებენ კომპანიაში.
კომენტარები