PSP პირველი ფარმაცევტული კომპანიაააღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც Microsoft Dynamic 365 Business Central და LS Retail სრულად დანერგა დაამით მომსახურების ხარისხის, ოპერაციულიეფექტიანობისა და ბიზნეს პროცესების ახალსტანდარტს ამკვიდრებს.
LS Retail არის საცალო გაყიდვებში მსოფლიოშიწამყვანი სისტემა, რომელიც დაფუძნებულია Microsoft Dynamics 365 Business Central პლატფორმაზე დასრულად შეესაბამება დასავლურ სტანდარტებს.
ეს PSP-სა და Microsoft-ის პარტნიორობის მესამეეტაპია. ERP მოდულების გამოყენებით კომპანიისციფრული ტრანსფორმაცია დაიწყო WMS საწყობისმართვის სისტემის დანერგვით, რასაც მოჰყვაფინანსური პროცესების, შესყიდვებისა დაკორპორაციული გაყიდვების მართვის გაუმჯობესება.
საწყობის მართვის WMS (Warehouse Management System) სისტემის დანერგვამ 2023 წელს მნიშვნელოვნად გაამარტივა საწყობის ოპერაციული საქმიანობა. მედიკამენტების აღრიცხვის სისტემის ოპტიმიზაციამ თითქმის 2-ჯერ გაზარდა შეკვეთების მომზადების სისწრაფე. საწყობის 300-მდე თანამშრომელი დავალებებს მობილური აპლიკაციის საშუალებით ასრულებს. საწყობის სრული ავტომატიზაცია და მარაგების გამჭვირვალე მონიტორინგი საშუალებას აძლევს კომპანიას უფრო სწრაფად და ეფექტურად მართოს მარაგები, შეამციროს შეცდომები და გაზარდოს მომხმარებელთა კმაყოფილება.
ERP-ის მოდულების დანერგვა კომპანიაში 2024 წელს გაგრძელდა. PSP-მ Microsoft-ის თანამედროვე ტექნოლოგიები კომპანიის მასშტაბით განავრცო, დანერგა ფინანსური, შესყიდვების და კორპორაციული გაყიდვების მოდულები, რამაც შექმნა მოსამზადებელი ბაზა ERP დანერგვის საბოლოო ეტაპისთვის.
2025 წლის მარტიდან PSP-ს საპილოტე აფთიაქებში Microsoft 365 Business Central-ის ერთიანი (ERP) სისტემის სრულად ამოქმედების შედეგადგამარტივდა ასორტიმენტისა და დეფიციტების მართვის სისტემა, ავტომატიზაციის ხარჯზე 50%-ით შემცირდა ფარმაცევტის მომსახურების დრო და,შესაბამისად, რიგები, რაც მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდას უწყობს ხელს.
გაყიდვების ანალიტიკის და მოთხოვნის პროგნოზირების გაუმჯობესებამ, უფრო მოქნილი გახადა მარაგების მართვა; შესყიდვის პროცესების ავტომატიზაციამ უზრუნველყო ოპერაციული ხარჯების ოპტიმიზაცია და მომხმარებლისთვის ზუსტი,დროული ინფორმაციის მიწოდება სასურველი პროდუქციის ხელმისაწვდომობაზე.
„Microsoft 365 Business Central-ის თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტები ხელს უწყობს ოპერაციული პროცესების გაუმჯობესებას, ბიზნესის გამჭვირვალობას და მომხმარებელთა უკეთეს გამოცდილებას.
პროექტის წარმატებული განხორციელება შესაძლებელი გახდა SMART Business-ის პროფესიონალთა გუნდის მხარდაჭერით. SMART Business არის საქართველოს წამყვანი ERP სისტემების ინტეგრატორი და Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორი. პროექტის განხორციელებით PSP-ს ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია და ციფრული ტრანსფორმაციაკომპანიის ოპერაციული და ფინანსური მართვის ახალ, უფრო მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფს. ეს სიახლე მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და ამკვიდრებს მსოფლიო სტანდარტებს ამ სფეროში.“-აცხადებენ PSP-ში.
PSP აგრძელებს ინოვაციების დანერგვას, მომხმარებელზე ორიენტირებული მაღალისტანდარტების დასამკვიდრებლად.
(R)
კომენტარები