პუდელი არ მყოლია, როტვეილერი მყავს – ასე პასუხობს დიმიტრი შაშკინი ეკა ხერხულიძის ბრალდებას. შაშკინის განნმარტებით, მას ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არასოდეს დაუტოვებია და ყველა არჩევნებში პარტიის ეგიდით იღებდა მონაწილეობას.
თუ მე მგულისხმობთ, გეტყვით, რომ პუდელი ცხოვრებაში არ მყოლია, 2003-2004 წელს როტვეილერი მყავდა. 2015 წელს მე ვიბრძოდი გარდაბანში ადგილობრივ არჩევნებზე, ხოლო 2016 წელს პარტიას ვეხმარებოდი ქვემო ქართლში.
2018 წელს გარდაბანში ვიყავი დანიშნული, როგორც შტაბის უფროსი, სააკაშვილმა დამნიშნა – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა .
კომენტარები