BM.GE-ის ინფორმაციით, პურის ფასი დახლზე დაახლოებით 20 თეთრით გაიზარდა. ინფორმაციას გამოცემასთან საუბარში ადასტურებს პურის მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიის დამფუძნებელი:
„კონკრეტულად ჩვენს წარმოებაში პურის ფასის გაზრდა დაახლოებით 10 თეთრით მოგვიწია, თუმცა ამას ტრანსპორტირების და სხვა ხარჯებიც ემატება და მაღაზიებში პური გუშინდელი დღიდან 20 თეთრით არის გაძვირებული. მიზეზი ფქვილის ღირებულებაა, რომელიც კატასტროფულად არის გაზრდილი. გარდა ამისა პურის ცხობისათვის საჭირო სხვა პროდუქტების ფასიც თითქმის ყოველდღიურად იზრდება – ამბობს კომპანია „ოშხნელი და ვაჟების“ დამფუძნებელი ირაკლი ოშხნელი.
კომენტარები