პუტინი ბირთვული დარტყმისთვის ემზადება და სტრატეგიული ძალების წვრთნებს იწყებს.
ამის ამსახველ ვიდეო მასალას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრმა შოიგუმ კი ქვეყნის პრეზიდენტს განუცხადა, რომ მუშავდება სტრატეგია მასიური ბირთვული იერიშისთვის.
ბატონო პრეზიდენტო, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სასწავლო გეგმის შესაბამისად, თქვენი ხელმძღვანელობით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მართვისათვის წვრთნა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც შემუშავდება დავალებები სტრატეგიული შეტევითი ძალების მიერ მტრის ბირთვული იერიშის საპასუხო მასიური ბირთვული დარტყმისთვის“,- განაცხადა შოიგუმ.
ვინ იქნება სამიზნე, ეს რთული გამოსაცნობი არ არის. მითუმეტეს, ამ ყველაფერს წინ უძღოდა პუტინის განცხადება, როცა მან თქვა, რომ უკრაინა გეგმავს ე.წ ბინძური ბომბები რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციისთვის გამოიყენოს.
კიევი საუბრობს ბირთვული იარაღის საჭიროებაზე. ამჟამად რუსეთის ფედერაციისთვის ცნობილია უკრაინის გეგმების შესახებ “ბინძური ბომბის” გამოყენების თაობაზე.
ჯერ კიდევ არსებობს კრიმინალების ხელში უფრო ძლიერი იარაღის მოხვედრის რისკები, მათ შორის გადასაადგილებელი საზენიტო სარაკეტო სისტემების, მაღალი სიზუსტის იარაღის, რაც საფრთხეს უქმნის დსთ-ს ქვეყნებს“. – აცხადებს პუტინი.
პუტინის ამ განცხადებას აბსურდი უკვე უწოდა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
ამის შესახებ მან რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლაე ჩუკესთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი უკრაინას რადიოლოგიური “ბინძური იარაღის” გამოყენებისთვის მზადებაში სდებს ბრალს. ეს აბსურდია. მოკავშირეები უარყოფენ ამ ცრუ ბრალდებებს. რუსეთმა არ უნდა გამოიყენოს ყალბი საბაბები ომის შემდგომი ესკალაციისთვის”, რუსეთის მუქარები არ აიძულებს მოკავშირეებს უკრაინისადმი დახმარება შეამცირონ, და იგი გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.ყოველი კვირით უკრაინული ძალები სულ უფრო ძლიერები და უკეთ აღჭურვილები ხდებიან. ამავდროულად, ჩვენ ვაგრძელებთ საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერებას”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ტვ. პირველი.
კომენტარები