რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინასთან ომთან დაკავშირებით ამბობს, რომ “სპეციალური სამხედრო ოპერაცია”, შესაძლოა, დაგეგმილზე ხანგრძლივი აღმოჩნდეს და რუსეთი ამისათვის მზად უნდა იქნეს და აცხადებს:
“ვერ დავმალავთ, ბირთვული ომის რისკები ნამდვილად იზრდება. მიუხედავად ამისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ატომურ იარაღს არავითარ შემთხვევაში არ გამოვიყენებთ თავდასხმის მიზნით. ბირთვული არსენალის დანიშნულება მხოლოდ თავდაცვაა და ჩვენი მხრიდან მისი გამოყენება მხოლოდ რუსეთზე განხორციელებულ პირდაპირ თავდასხმას მოჰყვება. ევროპის მასშტაბით მოსკოვს ბირთვული რაკეტები არ აქვს განლაგებული, აშშ-ს კი NATO-ს წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი აქვს, მათ შორის, ევროპაში, რუსეთის საზღვრებთან ახლოს და თურქეთში.”
წყარო – bm.ge
კომენტარები