გუშინ BBC მთავრობის წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ დედოფალ ელიზაბედ II-ის დაკრძალვაზე რუსეთის, ბელარუსისა და მიანმარის წარმომადგენლები არ მიიწვიეს.ამასთან, მედია წერს, რომ ირანი ელჩის დონეზე იქნება წარმოდგენილი.
ბიბიოსისვე ცნობით, მოსალოდნელია, რომ მონარქთან გამოსამშვიდობებლად ქვეყანაში მთელი მსოფლიოდან 500-მდე მაღალი რანგის პოლიტიკოსი ჩავა.
კრემლის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი ირწმუნება, რომ რუსეთის პრეზიდენტი, თვითონვე არ აპირებდა მონაწილეობას ელიზაბედ II-ის დაკრძალვის ღონისძიებაში მონაწილეობას. მის კომენტარს რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს.
“თქვენ იცით, რომ პრეზიდენტმა სამძიმრის დეპეშა გაუგზავნა, პრეზიდენტს თავიდანვე არ ჰქონდა სხვა გეგმები მემორიალებსა თუ სხვა ღონისძიებებში მონაწილეობაზე”, – თქვა პესკოვმა.
კომენტარები