reuters-ის ცნობით, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თქვა:
“პუტინმა მისი ომი არ უნდა მოიგოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერც მოიგებს. უკრაინის აღება დღეს გაცილებით უფრო წარმოუდგენლად ჩანს, ვიდრე ეს ომის დასაწყისში იყო.
ნაკარნახევი მშვიდობა არ იქნება. უკრაინა ამას არ დათანხმდება, არ დავთანხმდებით ჩვენც. პუტინი მოლაპარაკებებს სერიოზულად მაშინ მიუდგება, როდესაც შეეგუება, რომ ამ ომს ვერ მოიგებს. შესაბამისად უკრაინისთვის დასავლეთის უწყვეტ მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს”.
კომენტარები