საქართველოს მეოთხე პრეზიდნეტი, გიორგი მარგველაშვილი, “ტვ პირველთან” ამბობს:
მაშინ როცა უკრაინაში მიდის ომი, მთელი მსოფლიო დღეს პუტინს ეძახის ბარბაროსს, ერთადერთი წარმატება რაც აქვს პუტინს ბოლო 6 თვის განმავლობაში, ეს არის სააკაშვილის წამება. სხვაგან არსად აქვს წარმატება, უკრაინაში დაიხიეს კიევიდან, დაიხიეს ხარკოვიდან, დაიხიეს ხერსონიდან, მათი განადგურება ხდება უკრაინაში, მსოფლიოში ვერ იშოვნა თანამოაზრე და მოკავშირე, მე მგონი, ჩრდილოეთ კოერაც აღარ ეთანამშრომლება და დარჩა ერთადერთი ირანი და ერთადერთი ადგილი, სადაც მას (პუტინს) აქვს წარმატება, ეს არის საქართველო, რომელშიც მის პირად მტერს წამებით კლავენ.
ვითარება არის ძალიან მარტივი – ერთადერთი რიტორიკა რაც მოდის ქართული ოცნებისგან არის კრიტიკა უკრაინის, კრიტიკა დასავლეთის და რუსეთზე ხმის არ ამოღება. თავი დავანებოთ ყველაფერს – მარტივად რომ შევეკითხოთ – ქვეყანა, რომლის ხელისუფლება აკრიტიკებს დასავლეთს, აკრიტიკებს უკრაინას და არაფერს არ ამბობს რუსეთზე – დამისახელეთ ასეთი ქვეყნები რამდენია. მე დაგისახელებთ – ირანი, ჩრდილოეთ კორეა, ბელორუსი, საქართველო – ეს არის ქვეყნები, რომელთა რიგში გავდივართ. აქედან რამე დასკვნის გამოტანა თუ გვინდა, თუ ცოტა მაინც სცემ შენ ინტელექტს პატივს, არაა რთული მისახვედრი ვინ ვართ და სად ვართ.
კომენტარები