აშშ-ს მშვიდობის ინსტიტუტის წარმომადგენელი, , ჯონ დრენანი ამბობს : – ვლადიმირ პუტინს ირანში ვიზიტით სურდა დაემტკიცებინა, რომ მოსკოვი ახლო აღმოსავლეთში კვლავ მნიშვნელოვანია, თუმცა ნაცვლად ამისა თეირანში სტუმრობით “მცირე სასოწარკვეთა”აჩვენა.
“ვფიქრობ, რუსები ამ შეხვედრას აღიქვამენ, როგორც იმის დემონსტრირებას, რომ ისინი რეალურად არათუ იზოლირებულნი, არამედ ახლო აღმოსავლეთში კვლავ მთავარი მოთამაშეები არიან. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს გარკვეულ სასოწარკვეთას აჩვენებს, რამდენადაც დასტურია, რომ რუსებს სამხედრო მხარდაჭერისთვის ირანელებთან წასვლა უწევთ”.
მანამდე, პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბიმ თეთრ სახლში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვიზიტი აჩვენებს, თუ რამდენად იზოლირებულნი არიან პუტინი და რუსეთი. მისი განმარტებით, ახლა ისინი დახმარებისთვის ირანს მიუბრუნდნენ.
კომენტარები