გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინის სიტყვების სერიოზულად აღქმა პოლიტიკური სიბრძნის ნიშანია და არა სისუსტე.
„პუტინის სიტყვებს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. ბოლო დღეების მოვლენებიდან გამომდინარე, მინდა დავამატო: სიტყვების სერიოზულად აღქმა, მათი გათვალისწინება და არა იმის თქმა, რომ ეს ბლეფია, სერიოზულად მოპყრობა სულაც არ არის სისუსტის ან დაშოშმინების, არამედ პოლიტიკური სიბრძნის ნიშანია“, – აღნიშნა გერმანიის ყოფილმა კანცლერმა.
კომენტარები