უკრაინული მედია, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უახლოესი გარემოცვა უკრაინის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან თანამშრომლობს.
მაღალჩინოსანი არ ასახელებს რუსეთის ფედერაციის მეთაურის გარემოცვაში მყოფი აგენტების არც სახელები და არც რაოდენობა, მაგრამ ამბობს, რომ მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, გამომდინარე იქედან, რომ რუსეთში ვითარება დღითი დღე უარესდება, უფრო ადვილი ხდება თანამშრომლობის მსურველთა პოვნა. მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ისინი თანამშრომლობაზე იმიტომ თანხმდებიან, რომ სამომავლოდ ნორმალური არსებობა სურთ.
კითხვას, ხომ არ ატყუებენ პუტინის გარემოცვიდან თანამშრომლობის მსურველი ადამიანები უკრაინის მხარეს, მაღალჩინოსანი ასე პასუხობს:
“გადამოწმება ძალიან ადვილია. ჩვენ არ გვჯერა სიტყვების, მხოლოდ ფაქტების.”
ცნობისთვის, ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრემლში დაპირისპირებაა ორ ბანაკს – პრიგოჟინსა და სუროვიკინს, შოიგუსა და გერასიმოვს შორის. უფრო მეტიც, პუტინმა ამ უკანასკნელის მხარდაჭერა დაიწყო.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ რუსეთი “იფეთქებს” და დაიწყება დაშლის სისტემური პროცესი.
სახელმწიფო სათათბიროს ყოფილმა დეპუტატმა ილია პონომარიოვმა განაცხადა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ნაცვლად მისი კონსტიტუციური მემკვიდრე პრემიერ-მინისტრი მიხაილო მიშუსტინი მოვა ხელისუფლებაში, ის შეეცდება შეაჩეროს საომარი მოქმედებები უკრაინაში.
კომენტარები