რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ყაზახეთში 25 დეკემბერს ბაქო-გროზნოს რეისის თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო ბოდიში მოუხადა. ინფორმაცია აზერბაიჯანულ მედიაში ვრცელდება.
გავრცელებული ცნობებით, სატელეფონო საუბრისას პუტინმა “მწუხარება გამოხატა” 25 დეკემბერს დატრიალებული ტრაგედიის გამო, როდესაც აზერბაიჯანის ავიახაზების ბაქო-გროზნოს რეისის თვითმფრინავი ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. გამოძიების წინასწარი შედეგებით, თვითმფრინავის ჩამოვარდნა რუსულმა რაკეტამ გამოიწვია.
კომენტარები