NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, თქვა:
“2008 წელს ბუქარესტში საქართველოსა და უკრაინას მაპი არ მივეცით, მაგრამ დავპირდით, რომ გახდებოდნენ ნატოს წევრები – შემდეგ დავიწყეთ ამაზე მუშაობა – შევქმენით ნატო & უკრაინის და ნატო & საქართველოს კომისიები. ანუ, მაპით გათვალისწინებული პროცესის ნაცვლად, წინსვლის სხვა გზა ავირჩიეთ. მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რომ ეს არასწორი არჩევანი იყო – თბილისისა და კიევისთვის მაპი იქ, ბუქარესტშივე უნდა მიგვეცა. ეს არ გავაკეთეთ – ეს კი სიგნალი იყო პუტინისთვის, რომ ნატოში უთანხმოებაა. მან ეს სისუსტე გამოიყენა და მალევე შემოიჭრა კიდეც საქართველოში.”
კომენტარები