დიპლომატი მამუკა გამყრელიძე:
IMHO გუშინ ძალიან საინტერესო მოვლენასთან გვქონდა საქმე.სახალხო, რუსულ მსოფლიო ყრილობაზე პუტინმა საპროგრამო სიტყვა წაიკითხა რითიც, სავარაუდოდ გახსნა საკუთარი საარჩევნო აგიტაცია. ყველაზე საინტერესო გამოსვლის შინაარსი გახლავთ. პუტინმა პრაქტიკულად დააგვირგვინა რუსეთის ნაცისტურ დიქტატურად ჩამოყალიბება. გამოაცხადა რუსული ეთნოსის უპირატესობა რუსეთში მცხოვრებ ყველა ხალხებზე, ბელარუსები და უკრაინელები რუსულ ნაციაში ჩაწერა და რუსული სამყაროს განუყოფელ ნაწილად გამოაცხადა ყოფილ სსრკ-ში შემავალი ყველა ხალხი და ტერიტორია. ცხადია იყო ღია თავდასხმა დასავლეთზე და პირობა, რომ რუსულ სამყაროს დასავლეთი ვერ შეეხება.გარდა ზემოთქმულისა, პუტინმა ხელი მოაწერა 2024-25-26 წლების ბიუჯეტს სადაც გათვალისწინებულია უკრაინასთან ომის არნახულად დიდი ხარჯები, რაც ნიშნავს, რომ რუსეთი აპირებს ხანგრძლივი ომის წარმოებას უკრაინასთან და კრებსით დასავლეთთან. თუ ამ ყველაფერს დავუმატებთ იმას, რომ გუშინვე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მზად არის NATO-სთან ომისთვის, სრულიად ნათელი ხდება რუსეთის მიზნები უახლოეს მომავალში.საინტერესოა, როგორი იქნება დასავლეთის პასუხი ? გააგრძელებენ თუ არა უკრაინის ფრიად მწირ და დოზირებულ სამხედრო დახმარებას ?
კომენტარები