რუსეთის მთავარი პროპაგანდისტული არხის „რაშა თუდეის“ მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანს ვლადიმერ პუტინმა საჩუქარი გაუკეთა. 42 წლის იუბილეზე მას საინფორმაციო დარგში, რუსეთის ფედერაციის გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიანიჭა.
„მე ბევრი ვიმუშავე და ყოველთვის ვიზიარებდი ღირებულებებს, მე ყოველთვის ვებრძოდი საინფორმაციო ომს ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც დასავლეთი აწარმოებდა, მე ვიცი, რომ მოვიგებთ, ჩვენ გვაქვს მთავარი, ღირსება და რუსეთისადმი სიყვარული“, – განაცხადა მადლიერმა სიმონიანმა.
კომენტარები