“ენმ”–ის წევრი, აკო მინაშვილი, რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზე, მედიასთან ამბობს:
“ჩვენი მიზანია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ექიმების დასკვნის მიხედვით, ის უნდა იქნეს გაყვანილი ქვეყნიდან სამკურნალოდ. დღეს ყველასთვის ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის უბრალო პატიმარი, ის არის პუტინის რეჟიმის პატიმარი. პუტინის, ლუკაშენკოს და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება – ეს ის სამი ხელისუფლებაა, რომლესაც არ უნდა, რომ სააკაშვილი იყოს გარეთ და ეხმარებოდეს უკრაინას და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას. რაც შეეხება მდაბიო, პრიმიტიულ ირონიას, ერთი–ერთში გავს რუსულ რიტორიკას და რუსული პროპაგანდისტული არხები უწონებენ.
დღეს საქართველოს ხელისუფლება დგას მოძალადე, გენოციდის განმახორციელებლი პუტინის რეჟიმის მხარეს. ”
კომენტარები