გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დარწმუნებულია, რომ პუტინი მხოლოდ უკრაინაზე არ შეჩერდება და მის გეგმებში სხვა მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების დაკავებაც შედის.
“რუსეთის პრეზიდენტს აშკარად სურს გადაყლაპოს ზოგიერთი მეზობელი ტერიტორია: მას აქვს ასეთი გეგმა უკრაინასთან მიმართებთ და სავსებით ნათელია, რომ მას აქვს ასეთივე გეგმა ბელარუსთან მიმართებითაც”, – თქვა შოლცმა პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, უკრაინის ომის “გაყინულ კონფლიქტად” გადაქცევაზე საუბარი არ უნდა იყოს და მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა იქამდე, სანამ ეს საჭიროა.
კომენტარები