ლელა წუწრწუმიას გადაცემაში, “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკურ სიზმრებს ხშირად ხედავს.
“რას ამბობთ?! პოლიტიკური სიზმრების სერიალები მაქვს. თან გაგრძელებებით. ერთი, პუტინს წავართვი აფხაზეთი, ოღონდ სრული სერიოზულობით, მახსოვს დეტალები, დელეგაციით როგორ შევედი.
კლინტონთან მაქვს მრავალწლიანი მეგობრობა იმდენად ხშირად მესიზმრება, თითქოს ჩავდივარ ვაშინგტონში, გავიპარეთ, ყავა დავლიეთ… იმას ჰქონდა არჩევნები, ჩამოვიდა და მე დავასვენე. ყველა სიზმარი გრძელდება იქიდან, სადაც დასრულდა.
აქ რომ იყო ჩამოსული, დელეგაციაში ვიყავი ერთი რიგითი ჭანჭიკი, ხელი უნდა ჩამომერთმია. მართლა მქონდა მოლოდინი რომ უნდა მომეკითხა, იმდენად სიზმრებში ხშირად ვხედავდი.
რომანი მქონდა რეიგანთან.რომელმაც ჩამომაკითხა აქ ყვავილებით…“
კომენტარები