კორონავირუსის ფართო გავრცელების ფონზე კრემლი ამკაცრებს იმ ადამიანთა კონტროლს, რომლებიც ვლადიმერ პუტინის მიერ გამართულ შეხვედრებს დაესწრებიან- თითოეულ მათგანს საფრთხის პრევენციის მიზნით, სიცხეს გაუზომავენ,- ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს ტელეკომპანია დოჟდის ჟურნალისტ ანტონ ჟელნოვზე დაყრდნობით, რომელმაც აღნიშნულის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
კორონავირუსის გამო მომატებული საფრთხის ფონზე აღნიშნულ ინფორმაციას ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ადასტურებს ინფორმაციას. მისი თქმით, საჯარო ღონისძიების ყველა მონაწილე მოწმდება.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად ათასობით იზრდება და 29 000- ს შეადგენს. გარდაცვლილთა რიცხვი კი უკვე აღემატება 560-ს.
კომენტარები