ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი, ანა ბალამწარაშვილი:
“დიდი ხანი ვიკავე თავი მაგრამ ეხლა ჩუმად ვერ ვიქნები!!!
ერთი წლის წინ ერთმა ადამიანმა მთხოვა დახმარება, სანამ მომიყვებოდა თავის პრობლემას მანამდე მის მიერ ჩადენილ “გმირობებზე” ისაუბრა, როგორიცაა ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, მერე ამის სარფიანად გამოყენება -გაყიდვა, დიახ არ მოგესმათ გ ა ყ ი დ ვ ა!!!!!მადლობელი იყო ამ ხელისუფლების (ასეთები როგორ გყავთ გვერდით, როგორ?!!!)
შოკირებული ვუსმენდი, ”გმირობების”, როგორ აყიდინა რუსებს კახეთში მიწები და როგორ უნდა ჩამოასხან ერთად ქართული ღვინო, დასასრულს დააყოლა რომ პუტინზე ნაწყენია 2008 -ში თბილისში უნდა შემოსულიყოო
ეხლა ხომ უკვე “მაგრად” ვიქნებოდიო, ისეთი ბედნიერი იყო ბოლოსკენ განსაკუთრებით რა გითხრათ, მე მაინც როგორც კარგად აღზრდილმა მოვისმინე მისი “პრობლემა”,კულტურულად უარი ვუთხარი და დავემშვიდობე, შემომთავაზა მისი ტრანსპორტით მგზავრობა, ისევ უარი ვუთხარი მაგრამ ის კი დავინახე რითიც მგზავრობას მთავაზობდა სულ ცოტა 150 000€- იანი იყო, ზემოთ რაც ჩამოვთვალე სწორედ იმ გზით ნაშოვნი ფულით, ეხლა ეს რატომ მოვყევი, ეს ტიპი, ეს “ნასედკა” წერდა ამას წინათ ომი უნდათ და ზელენსკი კლოუნიაო, ომი მე მინდა და ამ ნაძირალას და თინა კანდელაკს მშვიდობა?
ასეთები არიან პროპაგანდას რომ ეწევიან ვითომ გული ტკივათ უკრაინელებზე და ომი არ უნდათ, ან წინა ომში სად იყვნენ ხომ წარმოიდგინეთ უკვე, კუჭზე გადის ამნაირებისთვის სამშობლო და ზიზილ-პიპილო ნივთებზე!!!!
პ.ს. ჰო, კიდე თურმე პარლამენტში უმრავლესობა ჩუმად აინიცირებს კანონებს და თან ზოგიერთს უკვე ორი მოსმენაც გავლილი აქვს, პატივცემულო ოპოზიცია, თუ ხართ სად ხართ და თუ არ ხართ მაინც სად ხართ?!!! გარეთ გამოდით ჯობია, თუ მაინც არავინ არაფერს გეკითხებათ, მოსმენაზე აღარაა საუბარი, ხელფასს რაში იღებთ?!!!!
ვისაც გეხებათ შეირგეთ გვარებს და სახელებს ნუ დამაწერინებთ!
“ჰე,მიდით ეხლა ქენით რაცხა”!!!!
დიდება გმირებს!!
Slava Oekraïne
კომენტარები