ქაბულის აეროპორტში არეულობის შედეგად, საერთო ჯამში 12 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „თალიბანის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ანონიმურად განუცხადა სააგენტო „როიტერს“.
მისი განმარტებით, გარდაცვალების მიზეზი სროლა ან ჭყლეტვა გახდა. მანვე აეროპორტის ჭიშკართან შეკრებილ ავღანელებს, რომელსაც სამოგზაურო ნებართვა არ გააჩნიათ, სახლებში დაბრუნებისკენ მოუწოდა.
როგორც მაღალჩინოსანი აცხადებს, „თალიბანს“ არ სურს აეროპორტთან ვინმეს ზიანი მიაყენოს.
აღსანიშნავია, რომ ქაბული აეროპორტი ამ დრომდე ამერიკული კონტიგენტის კონტროლის ქვეშ რჩება, თუმცა, აეროპორტამდე მისასვლელ გზებს „თალიბანი“ აკონტროლებს.
კომენტარები