საქართველოს ორი მოქალაქე, რომელიც ქაბულში ბრიტანულ კომპანიაში იყო დასაქმებული, ვარშავიდან პოლონური ავიახაზების რეისით საქართველოში დაბრუნდა.
მათი განცხადებით, ევაკუაცია დამსაქმებელმა, ბრიტანულმა კომპანიამ უზრუნველყო, ამასთანავე, მათთან მუდმივ კავშირზე იყვნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც.
ავღანეთში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე უკვე ევაკუირებულია. 16 ქართველი ერთ-ერთი პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფება, საიდანაც მათი გადმოყვანა ნებართვის მიღებისთანავე განხორციელდება. მანამდე საქართველოს 6 მოქალაქე სამშობლოში უნგრული ბორტით დაბრუნდა.
კომენტარები