პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში წერს:
„მინდა დავწერო, მინდა რომ წაიკითხონ , მინდა რომ გაიგონ !მე ვარ ქართული ოცნების მხარდამჭერი, არ ვუარყოფ და ჯერ ჯერობით ვრჩები, თუმცა მინდა ისმინოთ!
ძალიან მომწონს ახალგაზრდა , გაპიწკინებული კარგ კისწიუმებში , კარგი სუნამოთი, კარგი გარეგნობით , კარგი ოჯახებით , კარგი შემოსავლით , კარგი საცხოვრებლით ბინებით და აგარაკებით , ხელფასებით უზრუნველყოფილი პოლიტიკოსები! ეს ქვეყნის სახეა და ნამდვილად მივესალმები ! მაგრამ არის ერთი არა ბევრი მაგრამ! ერთადერთი დღეს თვალნათლივ რაც ჩანს ეს არის გალამაზებული და მოვლილი თბილისი !
ეს რომ არ დააფასო უნდა გერქვას დაუნახავი!ესეც მხოლოდ კახის თავდაუზოგავი შრომის დამსახურებაა!!!
თუმცა ლამაზი ქალაქი დათრგუნული , დაღონებული,შეშინებული ადამიანებით რომ აივსო ვერ ხედავთ?
დანარჩენი?
დანარჩენი რა ხდება? რამე სასიკეთოს აკეთებთ? ამ გაგანია პანდემიის დროს. იმის მაგივრად ახლა რაც ხდება , ყური დაუგდოთ , შეხვდეთ ერთად განიხილოთ არა? მაგრამ არა!ისევ არ უსმენთ არავის!ეს ნორმალურია? ნუთუ არ შეიძლება შეხვდეთ და დაუმტკიცოთ მთელს საქართველოს თქვენი სიმართლე, დაუყვავოთ და დაამშვიდოთ ერი და მხოლოდ შავი პიარით არ აკავებდეთ ხალხს!
არ შეიძლება?
გავიგე კოპწიაობა, გავიგეთ რაღაცნაირი თავდაჯერებული “პახოდკით” სიარული ! სარკაზმით, ცინიზმით საუბარი , გავიგეთ რომ რაღაცაზე მუშაობთ და ქვეყნის სამსახურში ხართ მაგრამ დაგვანახეთ და განაგრძეთ ეგ სიარული!
ნუ დაშირდით ხალხს, ეს კამერებთან ჰოლივულის “ულუბკაც” მოგვბეზრდა და მოკლე ტექსტური შეტყობინებაც! გეყოთ ბატონებო გეყოთ! დავიღალეთ ! იცით რა არის დაღლა?
უ ასოზე დაგვიტოვეთ ყველა და ყველაფერი! უმუშევრობით დაწყებული უსახსრობით დამთავრებული!
ემიგრანტებმა რომ შეწყვიტონ ფულის გამოგზავნა საქართველო აღარ იარსებებს არა! ისინი არჩენენ საქართველოს!ზუსტად ემიგრანტებით გადიხართ დღეს ფონს!
რა გახდა სამი მილიონი კაცის მიხედვა რა? შვეიცარია თუ არა მიახლოვებული მაინც უნდა იყოს ეს პატარა ოაზისი !
გონს უნდა მოეგით !მე როგორც ერთმა რიგითმა მხარდამჭერმა მინდა გითხრათ რომ ეხლა არ არის წაყრუების დრო, ეხლა არ არის არეულობის დრო , შეხვდით და ღია ერთერში ესეუბრეთ თქვენივე ამომრჩეველს და იმ ხალხს რომელიც ეხლა ქუჩაში დგას!
ეს არ ეხება ამ წუთას რა უნდა აშენდეს და რა არა! ეს ეხება საერთო მდგომარეობას ქვეყანაში, ესეც მინდა იცოდეთ!
„მოყვარეს პირში უძრახე,
მტერს პირს უკანაო”.
კომენტარები