სომხეთის პრემიერის განცხადებით, ქალაქ შუშასთან სომხურმა არმიამ უდიდესი დანაკარგები განიცადა. საპარლამენტო ტრიბუნაზე გამოსვლისას ფაშინიანმა აღნიშნა რომ არ არსებობდა ქალაქი შუშას შენარჩუნების შესაძლებლობა. მისი თქმით, ეს რომ რეალური ყოფილიყო, სომხური არმია ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მას არ სურდა ამის შესახებ ელაპარაკა, თუმცა იძულებული შეიქნა:
„ბოლო 2 დღის განმავლობაში ქალაქი შუშიდან 300-ზე მეტი სომეხი ჯარისკაცის გარდაცვლილი სხეული იქნა გატანილი. 300-ზე მეტი ცხედარი, წარმოიდგენთ ამ ბრძოლის მასშტაბებს? სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ გენერლებმა და პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ბრძანება გასცა, რომ არმიას ქალაქი შუშასთვის არ ებრძოლათ. მაშინ რომელი ბრძანების თანახმად დაიღუპა ამდენი ხალხი? „ – აღნიშნა ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბერს სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელობამ დაადასტურა ინფორმაცია ქალაქი შუშას დაცემისა და სამმხრივი ურთიერთშეთანხმების შესახებ, რომლის ფონზეც აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებული 7 რაიონი დაუბრუნდა. აზერბაიჯანმა აგრეთვე აღადგინა კონტროლი ქალაქ ჰადრუტსა და მის მიმდებარედ არსებულ სიმაღლეებსა და სოფლებზე
კომენტარები