ანალიტიკოსი, ზურა ბატიაშვილი:
“ისევ სევეროდონეცკში არსებული სიტუაციის შესახებ – ქალაქის ნაწილში შესული არიან რუსები, ნაწილს კვლავ უკრაინელები აკონტროლებენ.
ქალაქის ბრძოლები ყოველთვის მძიმეა, განსაკუთრებით – შემტევი მხარისთვის (ამ შემთხვევაში, რუსებისთვის).
რუსებში დიდია მსხვერპლი. ცალკე პრობლემაა სიცხე. ქალაქის ქუჩებში მიმოფანული გვამები, რომლებიც რუსულ მხარეს არ გააქვს, სიცხეში იხრწნება და სხვადასხვა ავადმყოფობის გავრცელების საფრთხე იქმნება.
მძიმე ბრძოლები ამ წუთებშიც გრძელდება ქალაქის ქუჩებში.”
კომენტარები