კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი ავრცელებს. ინფორმციას, რომ საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის სპეცრაზმები ერთობლივ წვრთნებს სახელწოდებით „კავკასიელი არწივი“ ჩაატარებენ.
კასრელიშვილის თქმით, ეს წვრთნები, ორგანიზაციის კიდევ რამდენიმე სოციალურ- ეკონომიკურ პროექტთან ერთად, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის იდეის შემადგენელი ნაწილია და ქართული სახელმწიფოსათვის უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია.
„ქალბატონებო და ბატონებო, თავისუფლების მოყვარული კავკასიელების სახელით, მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები კავკასიელები სასიამოვნოდ გააკვირვა ცნობამ იმის შესახებ, რომ საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის სპეცრაზმებმა ერთობლივი წვრთნები უნდა ჩაატარონ სახელწოდებით „კავკასიელი არწივი.”
ეს თემა, ჩვენს რამდენიმე სოციალურ-ეკონომიკურ პროექტთან ერთად არის ქართული სახელმწიფოს მშენებლობის იდეის შემადგენელი ნაწილი და ძალიან აშინებს ჩვენი დამოუკიდებლობის მტრებს. მსოფლიო წესრიგის ახალი კონტურები უკვე გამოიკვეთა; ესაა სწრაფი რეაგირების ძალების კოორდინაცია რეგიონალური უსაფრთხოებისათვის, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო მხარდაჭერა ექნება ყველა მიმართულებით. იმედია ერთობლივი სწავლება მიიღებს რეგულარულ სახეს, რის შემდეგაც შესაძლოა ვილაპარაკოთ „მორიგე ჯარის” შექმნის შესახებ, სადაც იმსახურებენ კავკასიელები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, მათი პიროვნების იდენტიფიკაციის შემდეგ.
ჩვენ ისევე როგორც მთელი მსოფლიო ველოდებით საზავო ხელშეკრულების პუნქტების გამოქვეყნებას და მშვიდობას რუსეთ-უკრაინის ომში,“- აცხადებს ზაალ კასრელიშვილი.
კომენტარები