საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტი განიხილება და რომელ სხდომასაც 9 მოსამართლე უძღვება, მოსამართლე, ევა გოცირიძე, მიმართავს, პრეზიდენტის წარმომადგენელს, თამარ ჩუგოშვილს:
–დაასრულეთ გამოსვლა, ქალბატონო თამარ?
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მომხსენებელ მოსამართლეს მიკროფონი გაუთიშა და განაცხადა:
–ქალბატონო ევა, მე ვკითხავ, დაასრულა, თუ დაიწყო, დაასრულეთ, ქალბატონო თამარ? ისევ მომხსენებელ მოსამართლეს ვურთავ მიკროფონს.
ევა გოცირიძე:
–დიდი მადლობა ფაქტობრივი ინფორმაციის მოწოდებისათვის და როგორც შევთანხმდით გამომცემთ დოკუმენტაციას, ალბათ, მე გახლავართ ამ საქმის მომხსენებელი და ალბათ, მე მომიწევს პროექტზე მუშაობა, როგორიც არ უნდა იყოს, შესაბამისად ლოგიკურ თანმიმდევრობას მივყვები. მინდა დავაზუსტო, სწორად გავიგე, თქვენ ამბობთ, რომ 52–ე მუხლის ფარგლებში პრეზიდენტი მოქმედებს ხოლოდ მაშინ, როცა საქმე შეეხება საგარეო კურსის ცვლილებას, ან პრეზიდენტს ავალებს მთავრობა უშუალოდ რაღაცას, ეს კარგად ვერ გავიგე ლოგიკურად, გამოდის, 52–ე მუხლი არასდროს არ დაირღვევა. თუ მთავრობა პრეზიდენტს დავალებას არ აძლევს, ეს არის 52–ე მუხლით განსაზღვრული და თუ არ აძლევს უფლებას, და თავისი ნებით საქმიანობს, 52–ე მუხლი არასდროს არ დაირღვევა და ყველა სხვა შემთხვევა შეგვიძლია სრულიად ბუნდოვანი კრიტერიუმის მიხედვით მოვათავსოთ და ადგილი მივუჩინოთ 49–ე მუხლის ფარგლებში? გთხოვთ, იქნება, ბოლოს და ბოლოს ამაზეც გაგვცეთ ზუსტი პასუხი, რა შემთხვევები თავსდება 52–ე მუხლის ფარგლებში, როდის არღვევს პრეზიდენტი ამ უფლებამოსილებას?
თამარ ჩუგოშვილის მოხსენების შემდეგ, მოსამართლეები პრეზიდენტის წარმომადგენელს კითხვებით მიმართავენ.
კომენტარები