ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი:
,,
რამდენიმე დღეა, ერი თუ ბერი დამუნჯებულია. დამუნჯებულია ტკივილისგან, ცრემლისგან, ფიქრისგან…
შოვის ტრაგედიამ თანაბრად აატირა დიდი თუ პატარა…
თუმცა, არის ერთი “თუმცა”.
მაგრამ, არის ერთი “მაგრამ”.
დღეს მასხრად ქცეული პოლიტიკოსებიდან ერთიც არ ჩასულა შოვში!
ერთსაც არ გასჩენია სურვილი – ჩასულიყვნენ და თუნდაც ბახილებამოცმულებს ( ესეც რომ სალაპარაკო გახადეს!) ერთი ფეხი მაინც ჩაეყოთ შლამში…
დიახ, არც ერთ ე.წ. ოპოზიციური პარტიის ლიდერს არ აუღია ხელში ნიჩაბი და მაშველების გვერდით არ დამდგარა!
არადა, რას ვამბობ…
რა ოპოზიცია…
საქართველოს პრეზიდენტიც კი პრეზიდენტის სასახლიდან აკვირდება მოვლენებს და ჩიქორთული ქართულით მოძღვრავს ერს…
ქალბატონო სალომე!
არჩევნებზე ხმა თქვენ მოგეცით და პირდაპირ გეტყვით: არ ვნანობ!
როცა არჩევანი თქვენსა და ქართველ პოლიციელზე ხელის ამწევ, “რუსული კულტურის ნაწილ”, უზნეო და ამორალურ ვაშაძეს შორის დგება, ლოგიკურია, რომ ხმას თქვენ მოგცემდით.
ხვალაც რომ იგივე არჩევანის წინაშე დავდგე, გრიშა ვაშაძეს ისევ თქვენ თავს ვამჯობინებ.
არადა, უბედურება ისაა, სხვა არჩევანის გაკეთების საშუალება რომ არ ჰქონდა ხალხს…
არადა, დღეს მრცხვენია!
მრცხვენია, რომ ჩემი არჩევანი ამ ქვეყნისთვის “გათხრითი სამუშაოების” მაღლა ვერ იწევს და მეც “ვთხრი, სადაც არ უნდა გავთხარო”…
შოვში არ ჩასულხართ!
ჟარგონით თუ გეტყვით – უბრალოდ, ტეხავს.
ძალიან ტეხავს და თუ გულით გეტყვით – ამორალურია, საქართველოს პრეზიდენტი გერქვას და არ გტკიოდეს, ერის წყლული წყლულად არ მიგაჩნდეს…
და მხოლოდ გამარგინალებული პოლიტიკოსების ლექსიკით საუბრობდეთ…
საქმეს ვგულისხმობ, თორემ სიტყვით ლევან ხაბეიშვილსაც აქვს დიდი ენა და გივი თარგამაძის “ნათქვამსაც”, ავად თუ კარგად, ვიგებთ.
ვწუხვარ, ბოლო დროს ძალიან გაუშინაურდით ნაძირლების ხროვას და ისინიც, რომ არ ეზარებათ, ისე, – თქვენსკენ იქაჩებიან.
სამწუხაროდ, ჩვენი ბევრი ახლობლიდან, ნაცნობიდან და თქვენი შინაურული წრიდან არავინ აღმოჩნდა ისეთი, რომელიც ხმამაღლა შემოგძახებდათ – “ქაჯები მოდიან, ქალბატონო პრეზიდენტო!” და თქვენსკენ ვითომ “წამოსულ” ქაჯებს იქნებ ბოლომდე არც აჰყოლოდით..
მარგინალად ნუ გადაიქცევით და სალომე სამადაშვილის და ვინმე წითლიძის პრეზიდენტად ნუ იქცევით…
არადა, დრო გარბის.
თქვენ იმასაც კარგავთ, რაც პრეზიდენტად არჩევისას მაინც გქონდათ. არა აქვს მნიშვნელობა – არჩევანის არარსებობის თუ ვინმეს ხათრით.
გქონდათ და აღარ გაქვთ!
ესაა სიმართლე!
და ამ ტრაგედიის ფონზე თქვენი არჩასვლა შოვში ამის დასტურია.
დასტურია იმისა, რომ შალვა ნათელაშვილისა და გუბაზ სანიკიძის მსგავსად, საღათას ძილით გძინავთ და ვერ აღიქვამთ რეალობას!
და თუ თამაზ წივწივაძის პერიფრაზით გეტყვით: გაიღვიძეთ, ქალბატონო სალომე, დეპოში ვართ!”
კომენტარები