მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა, რომელმაც აშშ–ს პრეზიდენტსაც კი დაუწუნა ტონი და შესთავაზა, მის ქვეყანას მიხედოს ჯერ, ამჯერად, ამტკიცებს, რომ ამერიკელი სენატორები არასამთავრობოებმა შეიყვანეს შეცდომაში, იგი სენატორ ჯინ შაჰინს მიმართავს და ამბობს:
ქალბატონო შაჰინ, თქვენი სახელმწიფო დიდი სახელმწიფოა, ოკეანის გაღმაა და მშვიდობიანად ცხოვრობთ უკვე რამდენი წელია. ჩვენი ქვეყანა პატარაა, თავისი გეოგრაფიული არეალიდან გამომდინარე, ბევრი სახელმწიფოს ინტერესების კვეთაშია, მათ შორის ჩრდილოეთიდან, ამიტომ გვჭირდება, რომ დავიცვათ ჩვენ ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ქვეყანა რომ დავიცვათ უნდა ვიცოდეთ, აქ გავლენის, გამჭვირვალეობის ფონზე, ვინ რას აფინანსებს, რა მიზნით. მე მგონია, რომ ახლაც თქვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ვინც ეს ინფორმაცია მოგიტანათ, როგორც სააკაშვილის თემაზე, თქვენით სარგებლობს. შეცდომაში ხართ შეყვანილი და გირჩევდით გაეცნოთ… დაგველაპარაკეთ”
კომენტარები